პატრიარქის ნათლული კიდევ 465 ჩვილი გახდა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ნათლული კიდევ 465 ჩვილი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით მე-19 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა.ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 465 ბავშვი მონათლა, შემდგომ ნათლულები, მათი მშობლები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ უფლის შეწევნით ისინი მშვიდობიან და მთლიან საქართველოში იცხოვრებენ.

პატრიარქმა დალოცა ქართველი ერი, საქართველო და ბრძანა, რომ უახლოეს მომავალში ქართველები აფხაზებსა და ოსებთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.

შემდგომ კი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სათითაოდ დალოცა და აკურთხა ნათლულები.