აფხაზეთის ომში ორივე მხარე დამარცხდა - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ომში ორივე მხარე დამარცხდა

"აფხაზეთის ომში ორივე მხარე დამარცხდა", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში ჯვრის ამაღლების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ.უწმინდესის აზრით, აფხაზეთის ომი იმათ გამოიწვიეს, ვისაც ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის შურდათ. "მაგრამ მეგობრობა გაიმარჯვებს. ქართველები და აფხაზები  ვგრძნობთ, რომ არ შეგვიძლია უერთმანეთოდ. ქართველი გრძნობს, რომ აფხაზი ჩვენი სისხლი და ხორცია. აფხაზებიც იმავეს გრძნობენ. მალე დადგება დრო, როდესაც ერთად ვიქნებით", - ბრძანა პატრიარქმა. საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზეც ისაუბრა. "დღეს ახალგაზრდებს ეკლესია დარჩათ ერთადერთ თავშესაფრად და სასწავლებლად", - ბრძანა უწმინდესმა.