საბერძნეთი ვერ მშვიდდება - კვირის პალიტრა

საბერძნეთი ვერ მშვიდდება

საბერძნეთში გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რადგან მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა პროგრამამ ათასობით ადამიანი დატოვა უმუშევარი.ამასთანავე შემცირდა სოციალური დახმარებები. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში გამართული 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვის გამო ათენი თითქმის მთლიანად პარალიზებული იყო. პროფკავშირების აქტივისტები პერმანენტულად ახდენენ სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას. ათენის ცენტრში მოწყობილი მრავალათასიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.