ნობელის პრემიის ლაურეატები ქალები გახდნენ - კვირის პალიტრა

ნობელის პრემიის ლაურეატები ქალები გახდნენ

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიელი აქტივისტი ლეიმა გბოვე და იემენელი თავაქულ ქარმანი გახდნენ. ჯონსონ-სერლიფი ლიბერიის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, მისმა თანამემამულე ლეიმა გბოვემ კი ლიბერიელი ქალები ექსტრემისტ საველე მეთაურებთან წინააღმდეგ ბრძოლაში გააერთიანა. იემენელი აქტივისტი თავაქულ ქარმანი იმ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომლის მიზანი იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის გადადგომაა. ნობელის პრემიის ლაურეატები 80 მილიონ შვედურ კრონს, ანუ მილიონამდე ევროს თანაბრად გაიყოფენ.