რუსეთმა გაეროს რეზოლუცია დაბლოკა - კვირის პალიტრა

რუსეთმა გაეროს რეზოლუცია დაბლოკა

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც გაერო სირიას 30 დღის განმავლობაში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციებით ემუქრებოდა. გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა რეზოლუციის პროექტს კონფრონტაციული უწოდა და განაცხადა, რომ დოკუმენტში არ არის ჩამოყალიბებული ფორმულირება, რომელიც სირიის საშინაო საქმეებში შეიარაღებულ ჩარევას გამორიცხავს.