"წყნეთში პრეზიდენტის ძმებისთვის სახლები შენდება" - კვირის პალიტრა

"წყნეთში პრეზიდენტის ძმებისთვის სახლები შენდება"

“ეროვნული ფორუმის” მტკიცებით, წყნეთში, კაკლების ქუჩაზე ფირმა“"ვილაჯიო" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმებისთვის, დავით და გიორგი სააკაშვილებისთვის სახლებს აშენებს და ამისთვის 4000-მდე ხე მოჭრეს.ასევე, ფორუმელების მტკიცებით, უახლოეს მომავალში კაკლების ქუჩაზე სახლი გრიგოლ ვაშაძისთვისაც აშენდება და ის არჩილ გეგენავას, გიორგი რამიშვილისა (ზარალა) და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მეზობელი გახდება.