ტრაგედია "მის საქართველოს" ოჯახში - კვირის პალიტრა

ტრაგედია "მის საქართველოს" ოჯახში

თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე, #4 კორპუსში,  მე-6 სართულიდან 8 წლის ანიტა ქერდიყოშვილი გადმოვარდა.ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის სახლში მშობლებს 17 წლის ძმასთან ჰყავდათ დატოვებული. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ძმამ სახლი რამდენიმე წუთით დატოვა. ანიტა ქერდიყოშვილი "მის საქართველო 2011"-ის გამარჯვებულ ჟანეტ ქერდიყოშვილის დაა.