"მის საქართველო" რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

"მის საქართველო" რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა

"იმიჯ ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონკურსის "მის საქართველოს" გამარჯვებული ჟანეტ ქერდიყოშვილი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ამიტომაც, თუ სამოქალაქო რეესტრმა არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ, ქერდიყოშვილი 7 ნოემბერს ბრიტანეთში დაგეგმილ "მის მსოფლიოზე" საქართველოს სახელით შესაძლოა, ვერ გაემგზავროს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, "მის საქართველო" გათხოვილიც ყოფილა. თუმცა ამას თავად ქერდიყოშვილი კატეგორიულად უარყოფს.“