კასპაროვი საქართველოში დაასაქმეს - კვირის პალიტრა

კასპაროვი საქართველოში დაასაქმეს

ქართულ სკოლებში დაინერგება ჭადრაკის სწავლების პროგრამა, რომლის ავტორი ცნობილი რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი გარი კასპაროვია. საქართველოში მყოფმა კასპაროვმა პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და დიასპორებთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. გარდა ამისა, მან პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და სოჭის ოლიმპიადის კრახით დამთავრება და ვლადიმირ პუტინის მიერ ჰოსნი მუბარაქის ბედის გაზიარება იწინასწარმეტყველა.