"თრიალეთის" ხელმძღვანელი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს - კვირის პალიტრა

"თრიალეთის" ხელმძღვანელი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალურმა დირექტორმა  ჯონი ნანეტაშვილმა, თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით საფრანგეთის საელჩოს მიმართა.ნანეტაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან შევიწროების, ზეწოლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, იძულებულია თავშესაფარი ითხოვოს. როგორც "თრიალეთის" გენდირექტორმა აღნიშნა, მას გამუდმებით უთვალთვალებენ და ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც ავიწროებენ (ვრცლად იხ. გვ. 7).