ლორთქიფანიძე ბაქრაძეს უჩივის - კვირის პალიტრა

ლორთქიფანიძე ბაქრაძეს უჩივის

საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა.27 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძის ერთ-ერთი გამოსვლის საპასუხოდ დეპუტატის "ცუდ მაგალითზე" ისაუბრა და ამ ცუდ მაგალითად, დეპუტატის მიერ პატიმრის ოჯახისთვის ფულის გამოძალვა დაასახელა. პავლე კუბლაშვილმა კი  განაცხადა, რომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მსგავსი ინფორმაცია აქვს როგორც ლორთქიფანიძეზე, ისე სხვა დეპუტატებზე, თუმცა“სხვა დეპუტატების” ვინაობა არ დაუსახელებია. ლორთქიფანიძე ბაქრაძეს ღირსების შელახვისთვის 1 ლარს სთხოვს.