"დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა" - კვირის პალიტრა

"დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა"

"ჩვენ ვამაყობთ წარსულით, ვამაყობთ იმით, რომ დიდგორი მოვიგეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს ომი არ არის დამთავრებული, ყოველდღე ომია მსოფლიოში.დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ იარსებებს დედამიწა და საქართველო. ამიტომ, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე. მთავარი არ არის, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, როგორ გავერთოთ. ამიტომ გაძლევთ ასეთ თემას, მინდა, რომ თქვენ ძალიან ღრმად გააანალიზოთ, როგორი წარმოგიდგენიათ საქართველო ხვალ, ემუქრება საშიშროება, თუ იქნება მშვიდობიანი ცხოვრება", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.