"ექვსიანი" დაიშალა - კვირის პალიტრა

"ექვსიანი" დაიშალა

ოპოზიციური "ექვსიანი"დაიშალა."თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას თქმით, მიზეზი ის იყო, რომ მათ რამდენიმე შეთავაზებას პარტნიორები ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.“კონსერვატორები, რესპუბლიკელები,"ხალხის პარტია" და "საქართველოს გზა" კი კოალიციის დაშლას ალასანიას პარტიასა და "ეროვნულ ფორუმს"აბრალებენ. ზემოხსენებული ოთხეულის განცხადებით, კოალიცია "თავისუფალი არჩევნებისთვის" სადამფუძნებლო შეთანხმების მიხედვით, "ექვსიანის" წევრები აგვისტოს ბოლოსთვის  ბლოკის პრინციპებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ და პოლიტიკური კამპანიაც დაეწყოთ. თუმცა, ოთხეულის”მტკიცებით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და“"ეროვნულმა ფორუმმა" უარი განაცხადეს ამ შეთანხმების შესრულებაზე, რასაც "ექვსიანის" დაშლა მოჰყვა (ვრცლად იხ. გვ. 7).