ბიძინა ივანიშვილი 12 ოქტომბერს მორიგ მიმართვას გაავრცელებს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი 12 ოქტომბერს მორიგ მიმართვას გაავრცელებს

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მორიგ მიმართვას 12 ოქტომბერს გაავრცელებს, - ამის შესახებ ბიზნესმენის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი აცხადებს და იქვე განმარტავს, რომ ივანიშვილის პირველმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

"ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა გაავრცელებს მიმართვას ქართველი საზოგადოებისადმი, სადაც ნათლად იქნება განმარტებული მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა ივანიშვილის პრესმდივანმა. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან მზად არის, საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი ჟურნალისტთა შეკითხვებს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმოს.