ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მიდის - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მიდის

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. მან ამის შესახებ ვრცელი განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამ გადაწყვეტილებასაც ხსნის და თავის პოლიტიკურ მიზნებზეც ლაპარაკობს.ივანიშვილის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალ, მძლავრ პოლიტიკურ ცენტრს შექმნის და ქართულ პოლიტიკაში პროცესებს უფრო დინამიკურს გახდის, ნაწილის აზრით კი, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა ცნობილი გახდება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. წამყვანი ოპოზიციური პარტიებიდან ზოგიერთმა თავიდანვე გამორიცხა ივანიშვილთან თანამშრომლობა, ზოგმა კი განაცხადა, რომ ჯერ თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილის თქმით, ხელისუფლება არ აპირებს გაეჯიბროს ადამიანს, რომელმაც ქვეყნის სიყვარული ცალკეულ ვალუტაში დაახურდავა. ბიზნესმენმა თავის პრესმდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დანიშნა.