აქცია სარკოზის ვიზიტის პარალელურად - კვირის პალიტრა

აქცია სარკოზის ვიზიტის პარალელურად

თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფილარმონიასთან აქცია გამართეს. სარკოზისადმი მიმართვაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებზე იყო ლაპარაკი. სარკოზისა და სააკაშვილის წასვლის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა, მოედანზე სარკოზის საპატივცემულო ღონისძიებაზე ხალხის ნაძალადევად მიყვანა გააპროტესტა.