სარკოზის თბილისური ბენეფისი - კვირის პალიტრა

სარკოზის თბილისური ბენეფისი

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ხანმოკლე ვიზიტისას თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საფრანგეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ შესრულებულა, სამხედრო ძალები არათუ დარჩნენ, არამედ გაძლიერდნენ გამყოფ ხაზთან და საფრანგეთი ამას არ შეურიგდება. სარკოზიმ საქართველოსა და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისისთვის პარტნიორი და მეგობარი უნდა გახდეს. ამის წინა პირობად სარკოზის ორივე მხარის მიერ იმის გააზრება მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაჰბარდა. სარკოზიმ აღნიშნა, რომ თბილისში თავი ევროპაში ჰგონია და საქართველომ ნატოსკენ სწრაფვა უფრო თავისუფლად უნდა გამოხატოს. სარკოზიმ სააკაშვილი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა, საქართველოს პრეზიდენტმა კი ფრანგ კოლეგას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.