დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ის სკანდალია, რომელშიც მეგობრის, ადამ უერითის გამო მოხვდა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი ამხილეს, რომ მეგობარი ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობაში შეჰყავდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ფოქსს ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ტრანსპორტის მინისტრი ფილიპ ჰამონდი შეცვლის.