ტიმოშენკოს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ტიმოშენკოს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.კერძოდ, სასამართლომ ტიმოშენკო დამნაშავედ ცნო რუსეთთან გაზის ხელშეკრულების გაფორმებისას თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო კომპანია "ნეფტოგაზისთვის" 187 მილიონი დოლარის ზარალის მიყენებაში. ტიმოშენკოს ამ თანხის ანაზღაურებაც დააკისრეს.

განაჩენმა აშშ და ევროკავშირი შეაშფოთა. კერძოდ, დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ტიმოშენკო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.