კანადას ბუშის დაპატიმრებას სთხოვენ - კვირის პალიტრა

კანადას ბუშის დაპატიმრებას სთხოვენ

უფლებადამცველმა  ორგანიზაცია  Amnesty International-მა კანადის ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაპატიმრება სთხოვა. ორგანიზაციის მტკიცებით, ბუშის თანხმობით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები ტერორიზმში ეჭვმიტანილებს აწამებდნენ.  Amnesty International-ი აცხადებს, რომ თუ კანადა ჯორჯ ბუშს არ დააკავებს, ეს წამების აკრძალვის თაობაზე გაეროს კონვენციის დარღვევა იქნება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კანადაში ჩასვლას 20 ოქტომბერს გეგმავს. აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველების ასეთივე მოთხოვნის გამო 2011 წლის თებერვალში შვეიცარიაში ბუშის ვიზიტი ჩაიშალა.