"არაბული გაზაფხული" 55 მილიარდი დოლარი დაჯდა - კვირის პალიტრა

"არაბული გაზაფხული" 55 მილიარდი დოლარი დაჯდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა გამოიანგარიშეს, რომ "არაბული გაზაფხული" ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებს 55 მილიარდი დოლარი დაუჯდათ.ყველაზე მეტი ზარალი ლიბიასა და სირიას მიადგა, მათ, შესაბამისად, 7,7 და 6 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ასევე, დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადეს იემენმა, ტუნისმა, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა.  იმის გამო, რომ ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში ომი და არეულობა გრძელდება, ზარალი ყოველდღიურად იზრდება.