კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს - კვირის პალიტრა

კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

სამართალდამცველებმა შსს-ს კახეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი დააკავეს. ამ ფაქტს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებს. კერძოდ, თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. ასევე, თანამდებობა დატოვა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმაც, რომელიც სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იყო. ღარიბაშვილების ოჯახი კომენტარს არ აკეთებს.