გარე მოვაჭრეებისთვის სანქციები გამკაცრდა - კვირის პალიტრა

გარე მოვაჭრეებისთვის სანქციები გამკაცრდა

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი დაამტკიცა. კერძოდ, თბილისში უნებართვოდ გარევაჭრობის გამო ფიზიკური და იურიდიული პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან.თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდება (მაგალითად, ზედამხედველობის სამსახურს გარე მოვაჭრემ პირადობის მოწმობა არ აჩვენა) ან მოთხოვნას არ დაემორჩილება, გარე მოვაჭრე 50 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სამივე შემთხვევაში გარე მოვაჭრეს ვაჭრობის საგანს ჩამოართმევენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ და ჯარიმას არ გამოუწერენ (?!).

ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესს თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო დაადგენს.