საქართველოს კლინტონის პირველი მოადგილე ეწვევა - კვირის პალიტრა

საქართველოს კლინტონის პირველი მოადგილე ეწვევა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უილიამ ბერნსი 16-20 ოქტომბერს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. უილიამ ბერნსი შეხვდება ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრების მთავარი თემა  რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განხილვა იქნება. მხარეები ასევე ისაუბრებენ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ.