პატრიარქი ექვთიმე ღვთისკაცის ტაძარს ესტუმრა - კვირის პალიტრა

პატრიარქი ექვთიმე ღვთისკაცის ტაძარს ესტუმრა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კიკეთში წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ახალნაკურთხ ტაძარს ესტუმრა და პარაკლისი გადაიხადა.პატრიარქმა მრევლსაც უქადაგა და ბრძანა: "ჩვენი წარსული გვეუბნება, რომ ქართველი გარეშე მტრებისგან ტაძრებსა და მონასტრებს იცავდა, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი გადამრჩენია. ასე რომ არ ყოფილიყო, ქართველი არ იქნებოდა დედამიწაზე", - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა დალოცა ტაძრის მშენებლობის დამფინანსებელი ბიზნესმენი ლევან ვასაძე.