"ბოროტი სული განსაკუთრებით ებრძვის სიმართლეს" - კვირის პალიტრა

"ბოროტი სული განსაკუთრებით ებრძვის სიმართლეს"

"ბოროტი სული განსაკუთრებით ებრძვის სიმართლეს, სიწმინდეს. ბოროტებას უნდა გავუმკლავდეთ არა მახვილით, არამედ ჩვენი სულიერი ცხოვრებით", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდგომ.როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, "ღმერთმა საქართველო თავის მამულად აირჩია, საქართველოს ისტორიაში ღვთისგან ბოძებული სასწაულები მრავლად არის, უფლის წყალობა გადმოდის საქართველოზე, ამიტომ ქართველი არ უნდა შეშინდეს". კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, სვეტიცხოველში უფლის კვართის გარდა,  დაფლულია წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენიც, რომელიც საქართველოში ქრისტესშობამდე 600 წლით ადრე ჩამოაბრძანეს.