თარგამაძის ბრალდებები - კვირის პალიტრა

თარგამაძის ბრალდებები

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის მტკიცებით, ის ბიძინა ივანიშვილის ადგილას პატარკაციშვილის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას მოერიდებოდა.კერძოდ, სწორედ ივანიშვილი იყო, სააკაშვილს რომ აგულიანებდა და ფულს აძლევდა პატარკაციშვილთან საბრძოლველად და ტელეკომპანია "იმედის" ჩასაძირად. მისი თქმით, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა პატარკაციშვილის ინიციატივებისთვის საზოგადოებას მხარი არ დაეჭირა. როდესაც ბიზნესმენთა ფედერაციაში გამოსვლისას პატარკაციშვილმა პრობლემები ჩამოთვალა და ხელისუფლებას ბრალდებები წაუყენა, ივანიშვილს ხმა არ ამოუღია. ასევე, ივანიშვილმა ტელეკომპანია მე-9 არხი არა მხოლოდ გაიყვანა მედიასივრციდან, არამედ მთელი აპარატურა აჩუქა პირადად სააკაშვილსა და კიწმარიშვილს.

ღია წერილში ივანიშვილმა თარგამაძეს პატარკაციშვილის ღალატში დასდო ბრალი.