ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს - კვირის პალიტრა

ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის მტკიცებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს თვეებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა,  ხელისუფლებამ შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე გადმოსწიოს, რათა ბიძინა ივანიშვილმა ინსტიტუციური გაძლიერება ვერ მოახერხოს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საუბრებს ოპოზიციის ფანტაზიებს უკავშირებენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავენ.