საარჩევნო სიას ოპოზიციონერი დააზუსტებს - კვირის პალიტრა

საარჩევნო სიას ოპოზიციონერი დააზუსტებს

ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნება ერთიანი საარჩევნო სიის დაზუსტების კომისია, რომელიც ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდება.შეთანხმების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციონერი უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, კომისიას“"მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე უხელმძღვანელებს.