სააკაშვილმა ვაცლავ ჰაველი დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა ვაცლავ ჰაველი დააჯილდოვა

პრაღაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ჯილდოს სიმბოლური დატვირთვა აქვს და დემოკრატიულ ღირებულებებს ტოტალიტარიზმი ვერასოდეს დაამარცხებს. "თითოეული ჩვენგანი, ვინც აფასებს თავისუფლებას, მუდმივად სიახლეებისკენ, განსხვავებულისკენ მიისწრაფვის. ჩვენ გარკვეულწილად ვაცლავ ჰაველის შვილები ვართ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.