NDI-ს რეიტინგები - კვირის პალიტრა

NDI-ს რეიტინგები

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)  პარტიული რეიტინგების მორიგი კვლევა ჩაატარა, ოღონდ სხვა კვლევებისგან განსხვავებით მათ გასაჯაროებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ პარტიები კეთილ ნებას გამოიჩენდნენ, მათ შეეძლოთ ჟურნალისტებისთვის ზემოხსენებული მონაცემები მიეწოდებინათ. კვლევის შედეგები ქრისტიან-დემოკრატებმა არ დამალეს. გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 44%, ქრისტიან-დემოკრატები - 12%, ლეიბორისტული პარტია - 4%, "თავისუფალი დემოკრატები" - 3%, "ეროვნული ფორუმი" - 3%. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, შედეგი ასეთია: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - 37%, გიორგი თარგამაძეს - 9%, ირაკლი ალასანიას - 5%, შალვა ნათელაშვილს - 4%. გამოკითხულთა 64% კეთილგანწყობილია მიხეილ სააკაშვილის, ხოლო 55% - გიორგი თარგამაძის მიმართ.