ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტეს - კვირის პალიტრა

ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს.კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ბიზნესმენის 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, რომ 2004 წლის შემდეგ, როდესაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, მას საფრანგეთის მოქალაქეობაც მიუღია(?!). ვაშაძის ცნობით, ამის გამო ივანიშვილს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდა.

ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული და უკანონო უწოდა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ შეუძლია პარტიის შექმნა ან მისი დაფინანსება (ვრცლად იხ. გვ. 6).