ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

"შვედეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის

გამომწვევი ქმედებებისგან", – ნათქვამია ევროკავშირის საგანგებო განცხადებაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ე. წ. საზღვარზე ცეცხლის გახსნის თაობაზე ურთიერთბრალდებების გამო. "საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედმა ევროკავშირის მისიამ ვერ აღმოაჩინა ამ ბრალდებების მტკიცებულებები. ევროკავშირი კვლავ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მხარის მონაწილეობა", – ნათქვამია განცხადებაში.  ევროკავშირმა ასევე მოითხოვა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს პატრულირების საშუალება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მიეცეს.