თურქებმა ქურთებს შეუტიეს - კვირის პალიტრა

თურქებმა ქურთებს შეუტიეს

თურქეთის სახმელეთო და საჰაერო ძალებმა ქურთ სეპარატისტებს დარტყმები მიაყენეს.ოპერაციამ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონების გარდა, ერაყის ჩრდილოეთიც მოიცვა. თურქმა სამხედროებმა 15 ქურთი სეპარატისტი მოკლეს. ოფიციალურმა ანკარამ ოპერაცია მას შემდეგ წამოიწყო, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ხაკარის პროვინციაში 26 თურქი სამხედრო მოკლეს, 20 კი დაჭრეს.