წყალდიდობამ 103 ადამიანი შეიწირა - კვირის პალიტრა

წყალდიდობამ 103 ადამიანი შეიწირა

ცენტრალურ ამერიკაში წყალდიდობას 103 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, სტიქია ერთ

დროულად დაატყდა თავს გვატემალას, სალვადორს, ჰონდურასს, ნიკარაგუასა და კოსტა-რიკას. წყალდიდობამ დაანგრია ხიდები, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ამ ქვეყნებს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრებათ.