პირველი მსხვერპლი საბერძნეთში - კვირის პალიტრა

პირველი მსხვერპლი საბერძნეთში

საბერძნეთში მიმდინარე არეულობებს პირველი მსხვერპლი მოჰყვა - ათენის ცენტრში, შეტაკებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. კომუნისტთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციას თავს ანარქისტები დაესხნენ. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს. საქმეში პოლიცია ჩაერია და ხალხი ცრემლსადენი გაზით დაშალა. რამდენიმე კვირის წინ დაწყებული დემონსტრაციები და გაფიცვები, რომლის მონაწილეები ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ, ფართო მასშტაბებს იძენს.