"ეტამ" ბრძოლა შეწყვიტა - კვირის პალიტრა

"ეტამ" ბრძოლა შეწყვიტა

ბასკურმა სეპარატისტულმა ორგანიზაცია "ეტამ" შეიარაღებული ბრძოლა საბოლოოდ შეწყვიტა.სეპარატისტებმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს და ესპანეთსა და საფრანგეთს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს აზრით, "ეტას" გადაწყვეტილება დემოკრატიის, კანონიერების და საღი აზრის გამარჯვებაა. "ეტა" (სამშობლო და თავისუფლება) 1959 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად 829 ადამიანი დაიღუპა.