კადაფი მოკლეს - კვირის პალიტრა

კადაფი მოკლეს

ლიბიაში მუამარ კადაფის ეპოქა დასრულდა. ფეხებში დაჭრილი დიქტატორი გარდამავალი საბჭოს ჯარებმა ქალაქ სირტის შტურმისას ტყვედ ჩაიგდეს.ის საკანალიზაციო მილში იმალებოდა. ერთი ვერსიით, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სასწრაფო დახმარების მანქანაში კადაფის თავში ტყვია ესროლეს და ადგილზე დაიღუპა. მეორე ვერსიით, მანქანა დიქტატორის მომხრეებისა და მეამბოხეების შეტაკების ეპიცენტრში მოყვა, სხვა ვერსიით - იგი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. გაერომ კადაფის დაღუპვის გარემოებების გამოძიება მოითხოვა. სირტის შტურმისას კადაფის ვაჟი, მუტასიმიც დაიღუპა. მამა-შვილის ცხედრები მისრატაში ჩაიტანეს და ცენტრალურ მოედანზე "გამოფინეს". მისრატაშივე დააკავეს მისი მეორე შვილი სეიფ ალ-ისლამი. მუამარ კადაფის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი კიდევ ერთი ვაჟიშვილი ჰამის კადაფიც დაიღუპა. ნატო ლიბიაში ოპერაციის დასრულების გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.