საგანგებო სამსახურების ნომრები იცვლება - კვირის პალიტრა

საგანგებო სამსახურების ნომრები იცვლება

28 ნოემბრიდან შეიცვლება საგანგებო სამსახურების ნომრები: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 01-ისა და 011-ის ნაცვლად იქნება -111;სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ნომრები 03 და 033, შეიცვლება 113-ით; გაზის საავარიო სამსახურთან დაკავშირება 04-ის მაგივრად 114-ზე იქნება შესაძლებელი; საპატრულო პოლიციის ნომერი - 022 შეიცვლება 122-ით; დაცვის პოლიციის ნომერი კი 125 იქნება, ნაცვლად 025-ისა.