ლეგენდა წავიდა - კვირის პალიტრა

ლეგენდა წავიდა

ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა.1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (იყო მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.

რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს და  დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალეს. რამაზ ჩხიკვაძე უკანასკნელ გზაზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახმაც გააცილა (ვრცლად იხ. გვ. 16; სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).