კირთაძემ "ლეიბორისტული პარტია" დატოვა - კვირის პალიტრა

კირთაძემ "ლეიბორისტული პარტია" დატოვა

ნესტან კირთაძემ "ლეიბორისტული პარტია" დატოვა. ეს გადაწყვეტილება პარტიის აწ უკვე ყოფილმა საერთაშორისო მდივანმა იმით ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი და შალვა ნათელაშვილის აზრი განსხვავდება.კირთაძის მტკიცებით, დღეს ივანიშვილთან დაპირისპირება მიუღებელია. ყოფილი "ლეიბორისტი" ბიზნესმენთან შეხვედრას აპირებს. შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ ბრიფინგზე ივანიშვილს "სოროსი 2" უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ სააკაშვილს ივანიშვილით ჩაანაცვლებს და ბიზნესმენი ამერიკელების მორიგი მარიონეტი გახდება.