რასმუსენი საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევა - კვირის პალიტრა

რასმუსენი საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევა. რასმუსენი მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში.წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრისას მთავარი თემა იქნება 2012 წელს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოსთვის„მაპ-ის მინიჭების საკითხი უნდა განიხილონ.