პატრიარქი წინააღმდეგია - კვირის პალიტრა

პატრიარქი წინააღმდეგია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში თავისი ქანდაკების დადგმის წინააღმდეგია.

"პატრიარქთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მისთვის ძეგლის დადგმა არ შეუთავაზებიათ, მაგრამ მე ვიცი პატრიარქის აზრი - რომც შესთავაზონ, ის ქანდაკებას არ დაადგმევინებს. ძეგლის დადგმა არ მოხდება", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მხატვარი ზურაბ წერეთელი ილია მეორის სკულპტურაზე რამდენიმე თვეა მუშაობს და აცხადებს, რომ საქართველოში პატრიარქის ქანდაკების დადგმის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს (სიუჟეტი იხ.palitratv.ge-ზე).