"ყველაფრის ცოდნა ადამიანს დაღუპავს" - კვირის პალიტრა

"ყველაფრის ცოდნა ადამიანს დაღუპავს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ თუ ადამიანს ყველაფერი ეცოდინება, ამპარტავნობისგან დაიღუპება.

"ადამიანი, თავისი ფიზიკური და სულიერი შემადგენლობით უდიდესი სასწაულია. თუნდაც ის, როგორ არის შერწყმული სული და ხორცი - როგორც კი ამოვა სული ადამიანისგან, ხორცი კვდება. დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება ადამიანიც. სოლომონ ბრძენი ამბობდა, "ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს ქვების შეგროვებისა, ჟამი არს ქვების ტყორცნისა". დროის ცვალებადობის ანალიზი საკმაოდ რთული პროცესია, რასაც ასევე ვერ ჩავწვდებით ბოლომდე. ადამიანმა ეს ყველაფერი თავმდაბლად უნდა მიიღოს, რადგან, ე.ი მისთვის არ იყო საჭირო ამ ყველაფრის ცოდნა. თუ ყველაფერი ეცოდინება ადამიანს, იგი ამპარტავნებისგან დაიღუპება", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.