ზეწოლა საჩხერეში - კვირის პალიტრა

ზეწოლა საჩხერეში

საჩხერის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის, ინგა ზამბახიძის ცნობით, რაიონის  გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძემ სკოლის დირექტორებს მოსთხოვეს, რომ სასწავლო დაწესებულებებში“ბიძინა ივანიშვილის ხსენება არ იყოს. რაიონის ხელმძღვანელები პედაგოგებისგან მოითხოვენ, უარი თქვან "ჭუჭყიან ფულზე", ხელფასის 300-ლარიან დანამატზე, რომელსაც ბიზნესმენი მასწავლებლებს წლების განმავლობაში უხდის. საფეხბურთო კლუბ "ჩიხურასგან" კი, რომლის სპონსორი ივანიშვილია, “რუსულ ფულზე”უარის თქმას ითხოვენ. ამ ფაქტს კლუბის წარმომადგენლები არაოფიციალურად ადასტურებენ. საფრთხე შეექმნა საჩხერის რაიონში სახლების გადახურვის პროექტსაც, რომელსაც კომპანია "ატუ" ახორციელებს და ივანიშვილი აფინანსებს. კომპანიამ გაურკვეველი მიზეზებით ვერ მიიღო სამშენებლო მასალა, რაც მუშაობის გაგრძელებისთვის არის საჭირო. საჩხერის გამგეობაში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.