ივანიშვილის წარმომადგენელი დააკავეს - კვირის პალიტრა

ივანიშვილის წარმომადგენელი დააკავეს

22 ოქტომბერს, თბილისის აეროპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს.ბიზნესმენის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენლებმა ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით  რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს: პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ეს დაკავება კი არა, ჩვეულებრივი შემოწმება იყო და თუ ლევინი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ, უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ.