აშშ თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს - კვირის პალიტრა

აშშ თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, ამერიკის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს."ბიძინა ივანიშვილი  ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. მან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა  იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც, ბიზნესმენის თქმით, მას უყენებენ. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველაფერს თვალს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ", - განაცხადა ჯონ ბასმა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პარტიას ან პირს, არამედ საქართველოს მოსახლეობას. მისი თქმით, ამერიკა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს იმ პარტიების გამოკლებით, რომლებიც ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას შეეცდებიან. 20 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას აშშ-ის ელჩიც ესწრებოდა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).