ივანიშვილი დიპლომატებს შეხვდა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი დიპლომატებს შეხვდა

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაეროს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის,  ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა NDI -ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც. ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანი "საზოგადოებაში არსებული მაღალი ტემპერატურის დარეგულირებაა, რათა ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს" (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).