"ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკი შევიდა - კვირის პალიტრა

"ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკი შევიდა

ეროვნულმა ბანკმა "ქართუ ბანკის" შემოწმება დაიწყო, რომლის ერთადერთი აქციონერი ბიძინა ივანიშვილია."ქართუ ბანკის" ახალდანიშნული დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი შემოწმებას ზეწოლას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამის მიზანი ბანკის არასაიმედოდ წარმოჩენაა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიძე კატეგორიულად გამორიცხავს "ქართუ ბანკის" გაკოტრების საფრთხეს და აღნიშნავს, რომ შემოწმების საფუძველი გახდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილეების მიერ  ერთსა და იმავე დღეს სამსახურის დატოვება. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ასეთ ფაქტს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა.