სააკაშვილსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - კვირის პალიტრა

სააკაშვილსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბარი ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით შედგა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულებას შეეხებოდა. საუბრისას ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ობიექტური საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობას კონფლიქტის ზონაში, რომელსაც ორივე მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევის შესაძლებლობა ექნება. ბაიდენმა კვლავაც დაადასტურა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა.